Friday, June 20, 2014

,,გარაჟი”, როგორც დროის სიმბოლო

ეს ამბავი 90-იან წლებში დაიწყო, თბილისის ბევრ უბანში, უმეტესად იქ, სადაც მრავასართულიანი კორპუსებია განთავსებული, გარაჟების მშენებლობა დაიწყეს.ასეთია საბურთალოც: ერთმანეთზე გადაბმულ  გრძელი კორპუსები და შიდა ეზოები ბეტონის ბლოკებით აშენებული სახლების უკან. როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ეს ახალი რაიონი შენდებოდა, შიდა ეზოებს კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა, არ იყო გათვალისწინებული მანქანების დიდი რაოდნობა და მათი უსაფრთხოების საჭიროება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეზობის დიდ ნაწილს ფუნქციცაც შეეცვალა და იერსახეც. დაიწყო  ,,გარაჟებიის“ დიდი მშენებლობა. ხალხი ცდილობდა თავიანთი ავტომობილები უამინდობისა და ქურდებისგაც დაეცვა.გამოყენებული მასალისა და ‘’არქიტექტურული’’ ფორმების თავისებურებით ,,გარაჟები’’ - დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და თუ მათ ამ კუთხით დავაკვირდებით, მშენებლის გემოვნებასა და მატერიალურ შესაძლებლობებზეც შეგვექმნება წარმოდგენა.მეც მსგავს ეზოში გავიზრდე. ზუსტად არ მახსოვს როგორ გაივსო ჩემი ეზო ,,გარაჟებით’’, მაგრამ კარგად მახსვოს, როგორ ვერთობოდი მათ კედლებსა და სახურავებზე თამაშით, ცოტა საშიში კი იყო, მაგრამ არავინ გვიშლიდა, დრო იყო თვითონ იმდენად „საშიში“, რომ ეზოში მოთამაშე ბავშვებისთვის დიდად არავის ეცალა. „საშიშ“ დროში 90 - იან წლებს ვგულისხმობ, რომელიც საქართველოში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ფონით გამოირჩეოდა.ბოლო წლებში, თბილისის მერიის ინიციტაივით ეზოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ,,გარაჟების“ დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოების ნაწილი უკვე ჩატარებულია. მაგრამ, ,,რებილიტირებულ’’ ეზოებს ძნელად თუ გაარჩევთ ერთმანეთისგან.ჩვენი ეზო ჯერ-ჯერბით ისევ ისეთია, როგორიც ჩემს ბავშობაში იყო: ბევრი სხვადასხვა ფორმის, ფერის და ზომის ,,გარაჟით“,  მათ  შიგნით მოქცეული ალვის ხეებით, რომელბიც სახურავზე გაჭრილი ღიობებიდან ამოზრდილან, ,,გარაჟების“ კედლები ველურად გაზრდილი მცოცავი მცენარეებით არის დაფარული. ეზოს აქვს თავისი  სათამაშო მოედანი. იქვეა უფროსი თაობის მეზობლების მიერ გაკეთებული ხის სკამები და რამდენიმე პატარა ხეხილის ბაღი. ეზოს ,,ბირჟაზე’’ მუდმივად დგანან სხვადსხვა თობის ,,უბნის ბიჭები“, მუხუცები კი პატარა ,,ბესედკა“-ში, ყოფილ ,,გარაჟში“ არიან შეყუჟულები და დომინოს, ნარდს და ბანქოს თამაშობენ. სულ პატარები კი ძველებურადდაცოცოვაენ ,,გარაჟების“ კედლებზე. თამაშობენ ასფალტიან ეზოში და გერმილად შეექცევიან მზესუმზირას. ყოველდღე მესმის ჩხუბის ხმა, სიცილი და ჟრიამული... ჭრელი და მოძრავი ეზო, აყრილი და მოუწესრიგებელი, მაგრამ თბილი და მშობლიური- თავისი ისტორიითა და საინტერესო ამბებით.ჩემმა ეზომ ეს სახე 90-იან წლებში შეიძინა და ზუსტად ისეთია, როგორი დროც იყო: არასტაბილური, მოულოდნელობებით სავსე. იმ დროს ეზოების გარდაქმნას არც არავინ გემავდა, ბუნებრვიად განვითარდა ეს პროცესი, დროის შესაბამისად. დროის ტენდეციები გამოიხატა „გარაჟების“ მშენებლობაშიც, კონსტრუქციების აგებაში, რომლებსაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა. მათი მშენებლობისთვის არავინ იღებდა ნებართვას, რადგან არც არავინ კრძალავდა.ეს ერთი ეზო, თბილისური ბეტონის კორპუსებით გარშემორტყმული ეზოების ისტორიის ნაწილია, რომელსაც დღემდე მოაქვს 90 - იანი წლების თბილისის სურათი, ისე, რომ არც ფოტომასალა  გჭირდება და არც ვიდეოჩანაწერები. ეს თავისებური ცოცხალი არქივია, რომელიც ყოველდღე ივსება ახალი ინფრომაციით: სახლის კედლებზე გაჩენილი ახალი წარწერებით, ახალი ავტომანქებით, ახალი სახეებით, ახალი სახლებით...ბევრო ეზო უკვე სრულიად შეიცვალა, ბევრი კი კვლავ ძველებურად ინახავს საქართველოს უახლეი ისტორიის ნიშნებსა და მეტამორფოზებს. ,,გარაჟებიანი ეზოები“ უკვე ჩვენი ქალაქის ნაწილი და ისტორიაა, ზუსტად ისევე, როგორც მაგალითად - იტალიური ეზოები. რად უნდა თქმა, არაფერი ჯობს მანქანების მიწისქვეშა სადგმომებს, ეზობში კი რკინის კონსტურქიცების ნაცვლად ბაღებს, მაგრამ მე მაინც შიშით ველოდები სამშენებლო მანქანებს, ჩემს ეზოში, რომელბიც მოვლენ და ერთი ეზოს ისტორიას წაშლიან.
ანა არაქსელი ჩორგოლაშვილი 








 

Sunday, November 27, 2011

Project "korpus 18" by Uta Beyer

"- (work in progress) - As everywhere in Europe after World War II, also in the USSR urban housing was in short supply throughout nearly all countries. Intensive industrialization and urbanization put enormous pressure on the existing housing stock. Large-scale housing construction was begun at the end of the 1950s, when social housing projects, known as Microrayon, or Microdistrict, started being developed throughout the entire Soviet Union. My ongoing project “Korpus 18” focuses on one Tbilisi Microrayon building: Korpus 18. Korpus 18 is an apartment block built in 1981 together with dozens of other blocks, that today are home to approximately 40,000 people on less than four square kilometres. This Tbilisi Microrayon's architecture follows identical patterns used for almost all former Soviet cities, be it Riga, Moscow, Berlin, or - Tbilisi. “Korpus 18” is a series of portraits of 18 families and their homes in Korpus 18. The project will culminate in a book to be published in 2012. Each Korpus-18-home will be represented as a 3-picture-story within the story, and will give an insight into the inhabitants' hopes, dreams, and outlook on life" - Uta Beyer















Saturday, August 21, 2010

Saturday, March 28, 2009

Saturday, September 27, 2008

Tuesday, September 23, 2008