ეს ამბავი 90-იან წლებში დაიწყო, თბილისის ბევრ უბანში,
უმეტესად იქ, სადაც მრავასართულიანი კორპუსებია განთავსებული, გარაჟების მშენებლობა
დაიწყეს.ასეთია საბურთალოც: ერთმანეთზე გადაბმულ გრძელი კორპუსები და შიდა ეზოები ბეტონის ბლოკებით
აშენებული სახლების უკან. როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ეს ახალი რაიონი შენდებოდა,
შიდა ეზოებს კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა, არ იყო გათვალისწინებული მანქანების დიდი რაოდნობა
და მათი უსაფრთხოების საჭიროება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეზობის დიდ ნაწილს ფუნქციცაც
შეეცვალა და იერსახეც. დაიწყო ,,გარაჟებიის“
დიდი მშენებლობა. ხალხი ცდილობდა თავიანთი ავტომობილები უამინდობისა და ქურდებისგაც
დაეცვა.გამოყენებული მასალისა და ‘’არქიტექტურული’’ ფორმების
თავისებურებით ,,გარაჟები’’ - დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და თუ მათ ამ კუთხით
დავაკვირდებით, მშენებლის გემოვნებასა და მატერიალურ შესაძლებლობებზეც შეგვექმნება
წარმოდგენა.მეც მსგავს ეზოში გავიზრდე. ზუსტად არ მახსოვს როგორ
გაივსო ჩემი ეზო ,,გარაჟებით’’, მაგრამ კარგად მახსვოს, როგორ ვერთობოდი მათ კედლებსა
და სახურავებზე თამაშით, ცოტა საშიში კი იყო, მაგრამ არავინ გვიშლიდა, დრო იყო თვითონ
იმდენად „საშიში“, რომ ეზოში მოთამაშე ბავშვებისთვის დიდად არავის ეცალა. „საშიშ“ დროში
90 - იან წლებს ვგულისხმობ, რომელიც საქართველოში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური
ფონით გამოირჩეოდა.ბოლო წლებში, თბილისის მერიის ინიციტაივით ეზოების ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება და ,,გარაჟების“ დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოების ნაწილი უკვე ჩატარებულია.
მაგრამ, ,,რებილიტირებულ’’ ეზოებს ძნელად თუ გაარჩევთ ერთმანეთისგან.ჩვენი ეზო ჯერ-ჯერბით ისევ ისეთია, როგორიც ჩემს ბავშობაში
იყო: ბევრი სხვადასხვა ფორმის, ფერის და ზომის ,,გარაჟით“, მათ შიგნით
მოქცეული ალვის ხეებით, რომელბიც სახურავზე გაჭრილი ღიობებიდან ამოზრდილან, ,,გარაჟების“
კედლები ველურად გაზრდილი მცოცავი მცენარეებით არის დაფარული. ეზოს აქვს თავისი სათამაშო მოედანი. იქვეა უფროსი თაობის მეზობლების
მიერ გაკეთებული ხის სკამები და რამდენიმე პატარა ხეხილის ბაღი. ეზოს ,,ბირჟაზე’’ მუდმივად
დგანან სხვადსხვა თობის ,,უბნის ბიჭები“, მუხუცები კი პატარა ,,ბესედკა“-ში, ყოფილ
,,გარაჟში“ არიან შეყუჟულები და დომინოს, ნარდს და ბანქოს თამაშობენ. სულ პატარები
კი ძველებურადდაცოცოვაენ ,,გარაჟების“ კედლებზე. თამაშობენ ასფალტიან ეზოში და გერმილად
შეექცევიან მზესუმზირას. ყოველდღე მესმის ჩხუბის ხმა, სიცილი და ჟრიამული... ჭრელი
და მოძრავი ეზო, აყრილი და მოუწესრიგებელი, მაგრამ თბილი და მშობლიური- თავისი ისტორიითა
და საინტერესო ამბებით.ჩემმა ეზომ ეს სახე 90-იან წლებში შეიძინა და ზუსტად
ისეთია, როგორი დროც იყო: არასტაბილური, მოულოდნელობებით სავსე. იმ დროს ეზოების გარდაქმნას
არც არავინ გემავდა, ბუნებრვიად განვითარდა ეს პროცესი, დროის შესაბამისად. დროის ტენდეციები
გამოიხატა „გარაჟების“ მშენებლობაშიც, კონსტრუქციების აგებაში, რომლებსაც თავდაცვის
ფუნქცია ჰქონდა. მათი მშენებლობისთვის არავინ იღებდა ნებართვას, რადგან არც არავინ
კრძალავდა.ეს ერთი ეზო, თბილისური ბეტონის კორპუსებით გარშემორტყმული
ეზოების ისტორიის ნაწილია, რომელსაც დღემდე მოაქვს 90 - იანი წლების თბილისის სურათი,
ისე, რომ არც ფოტომასალა გჭირდება და არც ვიდეოჩანაწერები.
ეს თავისებური ცოცხალი არქივია, რომელიც ყოველდღე ივსება ახალი ინფრომაციით: სახლის
კედლებზე გაჩენილი ახალი წარწერებით, ახალი ავტომანქებით, ახალი სახეებით, ახალი სახლებით...ბევრო ეზო უკვე სრულიად შეიცვალა, ბევრი კი კვლავ ძველებურად
ინახავს საქართველოს უახლეი ისტორიის ნიშნებსა და მეტამორფოზებს. ,,გარაჟებიანი ეზოები“
უკვე ჩვენი ქალაქის ნაწილი და ისტორიაა, ზუსტად ისევე, როგორც მაგალითად - იტალიური
ეზოები. რად უნდა თქმა, არაფერი ჯობს მანქანების მიწისქვეშა სადგმომებს, ეზობში კი
რკინის კონსტურქიცების ნაცვლად ბაღებს, მაგრამ მე მაინც შიშით ველოდები სამშენებლო
მანქანებს, ჩემს ეზოში, რომელბიც მოვლენ და ერთი ეზოს ისტორიას წაშლიან.
Friday, June 20, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)